ჩვენი მიზანი: მხოლოდ კარგი, უკეთესი და საუკეთესო

No products in the cart.

10:00-18:00(ყოველდღე)

მოგვწერეთ

მიტანა

ამანათების მიწოდება, დაზიანებული ამანათის(ების) დაბრუნება!

ძვირფასო მომხმარებელო! გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ ჩვენი კომპანიის ამანათების მიტანის/დარიგების შიდა განაწესი, წინააღმდეგ შემთხვევაში არანაირი პრეტენზიამოთხოვნა, და ან საჩივარი არ განიხილება!

ჩვენთან  ონლაინ მაღაზიაში პროდუქ(ტის)(ციის) შეძენით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ჩვენ კომპანიას ყველა შიდა განაწეს!  აქედან გამომდინარე არ განიხილება არანაირი  პრეტენზია ან საჩივარი, რომელიც ჩვენი შიდა განაწესის ფარგლებში არ მოექცევა!

გაითვალისწინედ რომ:  ჩვენი კომპანია არ დაიბრუნებს არცერთ ამანთს რომელსაც აღენიშნება   ყუთის/შეფუთვის გახსნის და ან დაზიანების რაიმე სახის  კვალი!

გთხოვთ, შეამოწმოთ მოტანილი ამანათის შეფუთვის/ყუთის მდგომარეობა იქამდე სანამ მოაწერთ ხელს საფოსტო კურიერის მიღება ჩაბარების აქტს!  მხოლოდ როცა 100% დარწმუნდებით, რომ ამანათის შეფუთვას არ აღენიშნება რაიმე შესამჩნევი დაზიანება როგორიც მაგალითად:  დაზიანებული ყუთი, გახეული ყუთი, დაზიანებული ან დახეული  პლასტიკური შეფუთვა, ჩაღუნვები, ანატკეჩები,  ან რაიმე სხვა სახის დაზიანება რაც გაფიქრებინებთ იმას რომ ამანათის  შიგთავსიც შეიძლება იყოს დაზიანებული, და ან ამანათი იყოს გაქურდული.

გთხოვთ, ყურადრებით დაათვალიეოროთ ამანათის შეფუთვის კონდიცია და თუ თქვენ შეამჩნევთ რაიმე სახის ზემოთ აღწერილ დაზიანებას, გთხოვთ უარი თქვათ ამანათის ჩაბარებაზე და მკაფიოდ განუმარტოთ კურიერს თქვენი უარყოფის მიზეზი! გთხოვთ  სთხოვოთ კურიერს გადაიღოს დაზიანე(ბის)(ბების) ფოტოსურათი, ხოლო თუ განგიცხადეს უარი, უმორჩილესად გთხოვთ თქვენ თვითონ გადაიღოთ სურათი თუ გაქვთ ამის საშუალება. სურათის გადაღება არ არის აუცილებელი მოთხოვნა, თუმცა ჩვენ  მადლობელნი ვიქნებით თუ თქვენ მოახერხებთ ამის გაკეთებას, რადგან ეს ძალიან გაგვიადვილებს მტკიცებას რომ ამანათის შიგთავსის დაზიანება/ქურდობა ტრანსპორტირების დროს მოხდა. წინასწარ მოგახსენებთ მადლობას!

დაზიანებული ამანათის ჩაუბარებლობის შემთხვევაში კომპანია CARAUDIO.GE იღებს სრულ პასუხისმგებლობას და ყველა ხარჯს დაზიანებული ამანათის უკან ტრანსპორტირებაზე. ამანათის უკან მიღებისთანავე ჩვენი თანამშრომლები გახსნიან დაზიანებულ ამანათს და დეტალურად  შეამოწმებენ შიგთავს. თუ აღმოჩნდება რომ შიგთავსი არ არის დაზიანებული თქვენი შეკვეთა ხელახლა გადაიფუთება და სრულიად უფასოდ გამოგეგზავნებათ თქვენ იგივე მისამართზე. თუ შიგთავსი დაზიანებული იქნება ჩვენ შევცვლით დაზიანებულ პროდუქტს ახლით, გადავფუთავთ ამანათს და სრულიად უფასოდ გამოვაგზავნით თქვენს მითითებულ მისამართზე. ხოლო თუ მოხდა ისე რომ ჩვენს საწყობში არ აღმოჩნდა ახალი პროდუქცია გაფუჭებულის ჩასანაცვლებლად ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ თქვენს აქაუნთში მითითებულ ტელეფონის ნომერზე/ ან მეილზე და თქვენის ნებართვით  ჩვენ დავიწყებთ საფასურის უკან დაბრუნების პროცესს. ( ამ პროცესს შეიძლება  დასჭირდეს  3-14 სამუშაო დღე)

თუ თქვენ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს გთხოვთ იხილოთ მიტანის სერვისის სხვა პირობებიც:

 შეკვეთის მიწოდების პირობები:

შეკვეთების მიწოდებას სჭირდება საშუალოდ 2-5 სამუშაო დღე(საქართველოს ტერიტორიაზე, დამოკიდებულია რეგიონზე)) შეკვეთები იგზავნება თანხის ჩარიცხვიდან მეორე სამუშაო დღეს. ჩვენი გადაზიდვების ძირითადი პარტნიორი კომპანია არის   „საქართველოს ფოსტა“, თუმცა მიწოდება შეიძლება მოახდინოს სხვა კომპანიამაც თუ  ამის საჭიროება იქნება. ყველა შემთხვევაში მომხმარებელს ექნება საშუალება ადევნოს თვალი ამანათის გადაზიდვის სტატუს საფოსტო/საკურიერო  კომპანიის საიტზე, და ყველა შემთხევაში ამანათის ჩაბარება ხდება მხოლოდ და მხოლოდ ჩამბარებლის ხელმოწერის შემდეგ კურიერს მიღება ჩაბარების აქტში.

გადაზიდვის საფასური  გამოითვლება ამანათის მთლიანი წონიდან გამომდინარე და დამოკიდებულია მიწოდების რეგიონზე. ჩვენი საიტი ავტომატურად გამოთვლის მიწოდების საფასურს თქვენს მიერ  მითითებული მისამართიდან გამომდინარე და ეს საფასური აისახება ანგარიშსწორების გვერდზე მანამ სანამ თქვენ მოახდენთ პროდუქ(ტის)(ციის)  შეძენას ჩვენს ონლაინ მაღაზიაში. თუ თქვენ თანახმა იქნებით ჯამური საფასურის გადახდაზე (პროდუქ(ტის)(ციის) და მიტანის საფასურის ჯამი)   თქვენ დაასრულებთ  შეძენის პროცესს  ჩვენს საიტზე და თანხა ავტომატურად ჩამოგეჭრებათ თქვენს საბანკო ბარათიდან.

ჩვენ ყოველთვის ვურჩევთ ჩვენს მომხარებლეს მოახდინოთ შესაძენი პროდუქტების დაჯგუფება და ერთიანად შეძენა, რადგან უმეტესობა შემთხვევაში შეუძლებელია ორი ან რამდენიმე ამანათის ერთ მისამართზე ერთდროული გაგზავნა და უმეტესობა შემთხვევაში მოგიწევთ მიტანის საფასურის ცალცალკე გადახდა თვითოულ ამანათზე, რაც საბოლოოდ გაგიძვირებთ სერვისს.

საფოსტო გზავნილების და საკურიერო მომსახურების კომპანიების შიდა განაწესის მიხედვით ისინი იხსნიან ყველანაირ ვალდებულებას ამანათის შიგთავსის დაზიანებაზე თუ ამანათის შეფუთვას არ აღენიშნება რაიმე სახის გარე დაზიანება, რასაც ამავდროულად  შეეძლო გამოეწვია შიგთავსის დაზიანებაც!  ჩვენი კომპანია უერთდება ასეთ მიდგომას და ვაცხადებთ რომ ვერც ჩვენ ვერ მივიღებთ ვერანაირ პრეტენზიას ამანათში დაზიანებული  პროდუქ(ტის)(ციის)  გამო თუ ამანათის გარე შეფუთვას არ აღენიშნება დაზიანებები რომელსაც შეეძლო(თ) ამანათის შიგთავსის ასევე დაზიანება!

პროდუქტის შეძენისას ჩვენი მომხმარებელი ავტომატურად ეთანხმება იმას რომ ამანათის მიწოდებისას  შიგთავსის ყველა შესაძლო დაზიანების რისკები  ეკისრება მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებელს!  გარდა იმ შემთხვევებისა როცა  ამანათ(ის)(ების) გარე შეფუთვას აღენიშნება დაზიანების კვალი რასაც შეეძლო ამანათის შიგთავსის დაზიანება.

გთხოვთ ასევე გაითვალისწინოდ:

1)      თუ კურიერი მოვა ამანათ(ის)(ების) ჩასაბარებლად თქვენს მისამართზე და მას არავინ გაუღებს კარს, ან არავინ აღმოჩნდება ისეთი ვინც შესძლებს დაიტოვოს თქვენი ამანათი (პირადობის მოწმობის და ხელმოწერის დაფიქსირებით მიღება ჩაბარების აქტში), კურიერი არ დატოვებს ამანათს და მიიტანს მისი კომპანიის უახლოვეს რეგიონალურ/ტერიტორიულ ოფისში. თქვენ შეგიძლიათ მიაკითხოთ ამ ოფისს და გაიტანოთ ამანათი, თუმცა ამისთვის ყველა შესაძლო გაწეული ხარჯების პასუხისგებლობა  დაგეკისრებათ თქვენ.

2)      თუ საფოსტო/საკურიერო კომპანიის რეგიონალურ/ტერიტორიულ ოფისში ამანათს მიტანიდან 5 სამუშაო დღეში არავინ მიაკითხავს  , მოხდება ამ ამანათის უკან დაბრუნება/გადმოგზავნა  ჩვენს კომპანიის საწყობში, საიდანაც თქვენ შემდგომში შესძლებთ ამანათის გატანას. (შეიძლება დაგეკისროთ უკან ტრანსპორტირების გადასახადი)  შესაძლებელია  ასევე მოითხოვოთ ამანათის ხელახალი ტრანსპორტირება თქვენს მისამართზე თუმცა ამანათის ხელახალი ტრანსპორტირების/მიწოდების  საფასური თქვენ დაგეკისრებათ.

3)      კომპანია CARAUDIO.GE ვერ უზრუნველყოფს ამანათების ადგილმდებარეობის  სტატუსის  თვალყურს მანამ სანამ ამანათ(ი)(ები) არ ჩაბარდება მიმღებს და ან არ  დაბრუნდება ჩვენ საწყობში/ოფისში/მაღაზიაში.

ამანათების ადგილმდებარეობის მოძიების პასუხისმგებლობა ეკისრება შემკვეთს/მომხმარებელს რომელმაც სურვილისამებრ   საფოსტო/საკურიერო კომპანიის მეშვეობით შეუძლია  გაარკვიოს  ამანათ(ის)(ების) ადგილმდებარეობა და შეუთანხმდეს მათ  ამანათ(ის)(ების) აღებაზე/გატანაზე  ან ხელახლად მის მისამართამდე მიტანაზე საკურიერო სამსახურის მეშვეობით.

4)       თუ ამანათს არავინ მოიკითხავს 6 კალენდარული თვის მანძილზე კომპანია CARAUDIO.GE იტოვებს სრულ უფლებას  6 თვის შემდგ მოახდინოს ამანათ(ში)(ებში) არსებული პროდუქტ(ტის)(ციის) ხელახალი რეალიზაცია და ან გამოიყენოს საქველმოქმედო მიზნებისთვის.

დიდი მადლობა,

პატივისცემით,

შპს ქარაუდიო.ჯი

CARAUDIO.GE LTD