ჩვენი მიზანი: მხოლოდ კარგი, უკეთესი და საუკეთესო

No products in the cart.

10:00-18:00(ყოველდღე)

მოგვწერეთ

პირობები

ძვირფასო მომხმარებელო!

სანამ ჩვენი ონლაინ მაღაზიიდან შეიძენთ პროდუქ(ტს)(ციას), უმორჩილესად გთხოვთ გაეცნოთ ჩვენი კომპანიის გაყიდვების/მომსახურების შიდა განაწესს ქვემოთ მოცემული ტექსტის ყურადღებით წაკითხვით, წინააღმდეგ შემთხვევაში არანაირი პრეტენზია და მოთხოვნა არ განიხილება:

1)      ჩვენი ონლაინ მაღაზიიდან გაყიდული საქონელი უკან აღარ მიიღება!

2)      ჩვენი ონლაინ მაღაზიიდან გაყიდულ საქონელზე არ ვრცელდება არც ჩვენი კომპანიის და არც მწარმოებლის  გარანტია! (გარდა იმ  შემთხვევებისა როცა თვითონ  მწარმოებელი ოფიციალურად ახდენს წუნიანი საქონლის დაბრუნებას ან ახლით ჩანაცვლებას)

3)      მომხმარებელი უნდა ეთანხმებოდეს და აანალიზებდეს  ყველა რისკებს რაც შეიძლება დადგეს  ონლაინ მაღაზიიდან  წუნიანი საქონლის შეძენის გამო! მომხმარებლიდან ქარხნულ წუნის მქონე პროდუქ(ტის)(ციის) ჩვენ კომპანიაში უკან მიბრუნება მოხდება მხოლოდ იმის შემდეგ როდესაც დამტკიცდება სამხარაულის საექსპორტო ბიუროს დასკვნის საფუძველზე რომ კონკრეტული პროდუქტის  პრობლემა გამოწვეულია ქარხნული წუნით და არა სხვა რაიმე ფაქტორით. (ექსპერტიზის ჩატარების ყველა ხარჯს თავის თავზე იღებს მომხმარებელი)

4)      მიტანის სერვისი მომოქმედებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. გთხოვთ გაეცნოთ მის პირობებს პროდუქტის შეძენამდე.

5)      გარანტია ვრცელდება მხოლოდ კომპანია CARAUDIO.GE-ს პარტნიორ სამონტაჟო სახელოსნოში დაყენებულ პროდუქციაზე. ამავდროულად აუცილებელია რომ აუდიო/ვიდეო სისტემის დაგეგმვა, მონტაჟი და შემდგომი რეგულირება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ CARAUDIO.GE-ს მიერ მითითებულ სახელოსნოში და ან ხელოსანთან. ამ შემთხვევაში იწერება საგარანტიო ტალონი დამონტაჟებულ  მთელს აუდიო/ვიდეო სისტემაზე  მისში შემავალი ყველა  კომპონენტით.  

საგარანტიო პერიოდი შეადგენს 1 კალენდარულ წელს, და ათვლა იწყება პროდუქ(ტის) (ციის) გაყიდვის დღიდან. პრობლემის შექმნის შემთხვევაში საგარანტიო მომსახურება გულისხმობს კონკრეტული დაზიანებული/საეჭვო პროდუქტის (აპარატის/ნაწილის) შეკეთებას. იმ შემთხვევაში თუ შეკეთებას სჭირდება  3 კალენდარულ თვეზე მეტი პერიოდი, ჩვენი კომპანია ჩაანაცვლებს ასეთ პროდუქტს ახლით და ან დააბრუნებს მასში გადახდილ ღირებულების თანხას.

ასეთი ტიპის გარანტია შეიძლება გავრცელდეს ონლაინ გაყიდულ პროდუქციაზე, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი მოახდენს პროდუქციის შეძენას ჩვენს მიერ რეკომენდებული სახელოსნოს ინჟინრის/ხელოსნის რჩევის საფუძველზე, ამანათ(ის)(ების) მიღების შემდეგ არ გახსნის ყუთ(ს)(ებს) და არ დააზიანებს  არსებულ საგარანტიო პლომბებს, მივა ჩვენს მიერ რეკომენდებულ სახელოსნოში და მხოლოდ იქ განახორციელებს ყველა შეძენილი პროდუქტის მონტაჟს.