გარანტიის პირობები

შეძენის და საგარანტიო პირობები: ძვირფასო მომხმარებლებო! გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ კომპანია შ.პ.ს. CARAUDIO.GE-ს მოქმედებს ონლაინ და ფიზიკურ სავაჭრო ობიექტში(ებში) (შემდგომ „მაღაზია “) პროდუქციის შეძენის განსაკუთრებული/სპეციალური პირობები, რომელსაც უნდა დაეთანხმოს ყველა მომხმარებელი ვისაც უნდა ჩვენ ონლაინ თუ ფიზიკურ სავაჭრო ობიექტში(ებში) საქონლის შეძენა! თუ მომხმარებელი/მყიდველი არ ეთანხმება ქვემოთ ჩამოთვლილ პირობებს, მაგრამ მაინც შეიძენს ჩვენ ონლაინ თუ ფიზიკურ მაღაზიაში რაიმე პროდუქტს, მომხმარებელი/მყიდველი იღებს თავის თავზე აბსოლუტურად ყველა რისკს და პასუხისმგებლობას რაც შეიძლება არსებობდეს/დადგეს შეძენილი პროდუქ(ტის)(ციის) ქარხნულ წუნთან დაკავშირებით, ისევე როგორც კონკრეტული პროდუქტის ტექნიკურ პარამეტრებთან/ფუნქციებთან და მათი მომხმარებლის მოთხოვნებთან შეუთავსებლობასთან დაკავშირებით. ასევე ასეთ შემთხვევაში შ.პ.ს. CARAUDIO.GE არ იღებს პასუხიმგებლობას შეძენილი პროდუქ(ტის)(ციის) რომელიმე კონკრეტულ ავტომობილთან/მოდელთან შეუთავსებლობის გამო! გთხოვთ ასევე გაითვალისწინოთ რომ შ.პ.ს. CARAUDIO.GE-ს ონლაინ თუ ფიზიკურ ობიექტში პროდუქციის შეძენის დროს თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ყველა ქვემოდ წარმოდგენილ პირობას და შემდგომი მომხმარებლის/მყიდველის არანაირი პრეტენზია რომელიც არ ცდება ქვემოთ ჩამოთვლილ პირობებს არ განიხილება! გთხოვთ ასევე გაითვალისწინოთ: შ.პ.ს. CARAUDIO.GE-ს ონლაინ თუ ფიზიკურ სავაჭრო ობიექტში წარმოდგენილი პროდუქციის სპეციფიკიდან გამომდინარე, გარანტია პროდუქციაზე გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შეძენილი პროდუქ(ტის)(ციის)/აუდიო-ვიდეო-მულტიმედია სისტემის დაგეგმვა/მონტაჟი/ინსტალაცია/შემდგომი რეგულირება/სისტემის გასწორება, მოხდება მხოლოდ შ.პ.ს. CARAUDIO.GE-ს მიერ რეკომენდებულ ავტოსერვისში ან რეკომენდებულ ხელოსანთან(ინსტალატორთან)! ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში შ.პ.ს. CARAUDIO.GE იხსნის ყველანაირ პასუხისგებლობას პროდუქ(ტის)(ციის) ქარხნულ წუნთან/მოცემულ პარამეტრებთან/არსებული ფუნქციების სრულ რეალიზებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც ყველა სხვა პრეტენზიასთან დაკავშირებით რომელიც შეიძლება გაუჩნდეს მომხმარებელს/მყიდველს. • ონლაინ/ფიზიკური მაღაზიიდან გაყიდული საქონელი უკან არ მიიღება/ან გაიცვლება სხვაში (იგივე ან უფრო ძვირად ღირებული პროდუქტ(ი)(ცია)) გარდა იმ შემთხვევებისა როცა არ დადგება საგარანტიო შემთხვევა! • გარანტია პროდუქციაზე გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შეძენილი პროდუქ(ტის)(ციის)/აუდიო-ვიდეო-მულტიმედია სისტემის დაგეგმვა/მონტაჟი/ინსტალაცია/შემდგომი რეგულირება/სისტემის გასწორება, მოხდება მხოლოდ და მხოლოდ შ.პ.ს. CARAUDIO.GE-ს მიერ რეკომენდებულ ავტოსერვისში ან რეკომენდებულ ხელოსანთან(ინსტალატორთან)! ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში შ.პ.ს. CARAUDIO.GE იხსნის ყველანაირ პასუხისგებლობას პროდუქ(ტის)(ციის) ქარხნულ წუნთან/მოცემულ პარამეტრებთან/არსებული ფუნქციების სრულ რეალიზაციასთან დაკავშირებით, ისევე როგორც ყველა სხვა პრეტენზიასთან დაკავშირებით რომელიც შეიძლება გაუჩნდეს მომხმარებელს/მყიდველს. • საგარანტიო პერიოდი შეადგენს 2(ორ) კალენდარულ წელს და ვადის ათვლა იწყება შეძენის დღიდან) • გარანტია/საგარანტიო მომსახურება გულისხმობს კონკრეტული დაზიანებული/საეჭვო პროდუქტის (აპარატის/ნაწილის) შეკეთებას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ შეკეთებას ჭირდება 3 კალენდარულ თვეზე მეტი პერიოდი, შ.პ.ს. CARAUDIO.GE-ს ჩაანაცვლებს ასეთ პროდუქტს ახლით და ან დააბრუნებს მასში გადახდილ თანხას. • ონლაინ მაღაზიიდან პროდუქციის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი/მყიდველი მიიღებს პროდუქ(ტს)(ციას) შეფუთულ და დაპლომბილ მდგომარეობაში. თუ მყიდველს უნდა რომ მის მიერ შეძენილ პროდუქციაზე გავრცელდეს გარანტია, იგი ვალდებულია რომ მიღებული პროდუქტი(ცია) დაუზიანებელი შეფუთვით და პლომბებით მიიტანოს შ.პ.ს. CARAUDIO.GE-ს მიერ რეკომენდებულ ავტოსერვიში/ხელოსანთან სადაც უნდა მოხდეს პლომბების პირველადი ახსნა/აძრობა და პროფესიონალის მიერ პროდუქ(ტის)(ციის) შემდგომი მონტაჟი. გთხოვთ გაითვალისწინოდ რომ პლობის/სტიკერის/ლენტის დაზიანების შემთხვევაში პროდუქ(ტს)(ციას) მაშინვე ეხსნება გარანტია და მყიდველის არანაირი პრეტენზია არ განიხილება. • რეგიონებში მაცხოვრებლებმა გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ამ ეტაპზე შ.პ.ს. CARAUDIO.GE-ს მხოლოდ თბილისში აქვს/ჰყავს პარტნიორი/კონტრაქტორი ავტოსერვისი/ხელოსნები და თქვენ მოგიწევთ ავტომობილის ჩამოყვანა თბილისში მონტაჟისთვის, რათა მიიღოთ გარანტია ონლაინ -მაღაზიიდან შეძენილ პროდუქციაზე. ასევე გაითვალისწინეთ, რომ აუდიო/ვიდეო/მულტიმედია სისტემის მონტაჟს თქვენს ავტომობილში შეიძლება დაჭირდეს რამდენიმე დღე რამაც შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული დისკომფორტი თქვენთვის რაზეც შ.პ.ს. CARAUDIO.GE არ აგებს არანაირ პასუხიმგებლობას